თავში

თურქეთის პარლამენტი ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის რეზოლუციას ეწინააღმდეგება

თურქეთის პარლამენტი ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის რეზოლუ
თურქეთის პარლამენტი ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის რეზოლუციას ეწინააღმდეგება

თურქეთის პარლამენტი მთიანი ყარაბაღის შესახებ საფრანგეთის სენატის რეზოლუციას მკაცრად გმობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება. 

საფრანგეთის სენატის რეზულოცია თურქეთის ოთხმა წამყვანმა საპარლამენტო პარტიამ - "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ, "რესპუბლიკურმა სახალხო" პარტიამ, "ნაციონალური მოქმედების" პარტიამ და "კარგმა (İYİ) პარტიამ" გააკრიტიკეს.

გამოცემის ცნობით, განცხადება, რომელსაც ხელს თურქეთის პარლამენტის სპიკერი მუსტაფა შენტოპი აწერს, აზერბაიჯანის პოზიციის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. 

განცხადებაში ასევე ყურადღება გამახვილებულია საფრანგეთის, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის, 30-წლიან უმოქმედობაზე.

”საფრანგეთის სენატის ბოლო რეზოლუცია თურქეთისთვის, რომელიც ბოლო დროს საფრანგეთის მხრიდან სასტიკად მიკერძოებული დამოკიდებულების წინაშე აღმოჩნდა, მოულოდნელი არ ყოფილა. ის ფაქტი, რომ საფრანგეთის სენატის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მიკერძოებულ დოკუმენტს, ამ ქვეყნის მომავალზე შეშფოთებას იწვევს “, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ექსპერტები განმარტავენ, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის ის შეასრულოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system