თავში

თურქეთის პარლამენტმა ადვოკატთა ასოციაციის შესახებ ახალი კანონი მიიღო

თურქეთის პარლამენტმა ადვოკატთა ასოციაციის შესახებ ახალი კანონი მიიღო
თურქეთის პარლამენტმა ადვოკატთა ასოციაციის შესახებ ახალი კანონი მიიღო

თურქეთის პარლამენტმა ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურის ცვლილების შესახებ ახალი კანონი მიიღო, რომელიც, როგორც იურისტები ამტკიცებენ, კიდევ უფრო შეაფერხებს ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ახალი კანონი საშუალებას აძლევს მცირე პროვინციებს შექმნან დამოუკიდებელი ადვოკატთა, ნაცვლად არსებული სისტემისა, რომლის თანახმად თითოეულ პროვინციას ერთიანი ასოციაცია აქვს.

კანონპროექტის ინიციატორი მმართველი პარტიის წევრი ჯაჰით ოზქანია. მისი განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციებს აღარ შეეძლოთ სათანადოდ ფუნქციონირება, რადგან თურქეთში ადვოკატთა რიცხვი წინა კანონის ამოქმედების შემდგომ 13-ჯერ გაიზარდა.

დოკუმენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს გააძლიერებს მცირე პროვინციულ ასოციაციებს, ადვოკატთა მსხვილი ასოციაციების ხარჯზე. თურქეთში ამჟამად უფრო დიდი ასოციაციებია გაბატონებული, რომლებიც მთავრობის მიმართ ხშირად ზედმეტად კრიტიკულია. 

კენჭისყრაში მონაწილეობა 600 დან 417-მა დეპუტატმა მიიღო, კანონპროექტს მხარი პარლამენტის 251 წევრმა დაუჭირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system