თავში

თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა

​თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა
თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ფრაქცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სომხეთის შეიარაღებული ძალების პროვოკაციებსა და თავდასხმებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მტკიცედ გმობს.

დოკუმენტს ხელს აწერენ მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" (AK Parti), "სახალხო-რესპუბლიკური პარტიის" (CHP), "ეროვნული მოძრაობის პარიტიისა" (MHP) და "კარგი პარტიის" (İYİ Parti) წარმომადგენლები.

"სომხეთი მცდარ გზას ადგას. ეს თავდასხმები, რომლებიც სომხეთის ცნობილი აგრესიული პოზიციის ახალი მაგალითია, რომელიც აზერბაიჯანის მიწის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ახლომდებარე რაიონების ოკუპირებას წლებია ახდენს, სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის გზის დიდი შეფერხებას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში ხაზს უსვამენ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და სომხეთს გაერო-ს უშიშროების უშიშროების საბჭოსა და ეუთო-ს შესაბამისი რეზოლუციების შესრულებისკენ და ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიებიდან ძალების გამოყვანისკენ მოუწოდებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system