თავში

თურქეთის პრეზიდენტი სომხეთს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღი დატოვოს

​თურქეთის პრეზიდენტი სომხეთს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღი დატოვოს
თურქეთის პრეზიდენტი სომხეთს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღი დატოვოს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღი დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.

"სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწების დაუყოვნებლივ გათავისუფლება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას გაუხსნის გზას", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "აზერბაიჯანი იძულებული იყო, თავი დაეცვა, რადგან ეუთოს მინსკის ჯგუფმა მთიანი ყარაბაღის პრობლემა ვერ მოაგვარა".

აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system