თავში

თურქეთის პრეზიდენტმა აია-სოფია მოინახულა

თურქეთის პრეზიდენტმა აია-სოფია მოინახულა
თურქეთის პრეზიდენტმა აია-სოფია მოინახულა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია-სოფია მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პრეზიდენტი ვიზიტის დროს გადაღებულ სურათებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

თურქული მედიის ინფორმაციით,  ერდოღანს თან ახლდნენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, მეჰმედ ნური ერსოი და სტამბოლის გუბერნატორი, ალი იერლიკაია, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი და რელიგიის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

სტატუსის შეცვლის მიუხედავად უცხოელ ტურისტებს საშუალება ექნებათ, რელიგიური ნაგებობა უფასოდ დაათვალიერონ. 

მანამდე, თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს ტაძრის სტატუსის შეცვლის უფლება მიენიჭა.

აია სოფიას ტაძარი ბიზანტიაში VI საუკუნეში აიგო, XV საუკუნეში ოსმალთა იმპერიამ ის მეჩეთად აქცია. ობიექტს აქამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და ის 1985 წლიდან UNESCO-ს ნუსხაშია შეტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system