თავში

თურქეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს

თურქეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს
თურქეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს

”სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ. ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამ თავდასხმებით, სომხეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის მთავარ დაბრკოლებას თავად წარმოადგენს", - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"აზერბაიჯანმა უნდა დაიცვას საკუთარი ხალხი და ტერიტორიული მთლიანობა. თურქეთი სრულად უჭერს მხარს აზერბაიჯანს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო, რომელშიც ძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია ჩაერთო. აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 საზენიტო კომპლექსი გაანადგურა. ასევე ჩამოაგდეს სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system