თავში

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ "ვიკიპედიის" ბლოკირება არაკონსტიტუციურად სცნო

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ "ვიკიპედიის" ბლოკირება არაკო
თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ  ვიკიპედიის ბლოკირება არაკონსტიტუციურად სცნო

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში "ვიკიპედიის" 2017 წლიდან დაბლოკვა არაკონსტიტუციურად სცნო და დაადგინა, რომ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. მსოფლიოს უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედიის სასარგებლოდ გადაწყვეტილება თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გენერალურმა ასამბლეამ გამოიტანა.

2017 წლის 29 აპრილს, "ვიკიპედიასთან" წვდომა თურქეთის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სააგენტომ დაბლოკა. სააგენტოს განცხადებით, ამის უფლებას აძლევდა კანონი, რომელიც უხამსი და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი ვებგვერდების ბლოკირებას ითხოვს.

ბლოკირება ძალაში დატოვა ანკარის სასამართლომ, რის შემდეგაც, 2017 წლის 9 მაისს, ვიკიპედიამ გადაწყვეტილება თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წელს ვიკიპედიამ სოციალურ მედიაში წამოიწყო კამპანია ჰეშტეგით #WeMissTurkey, რომლის მიზანიც თურქეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა და ვიკიპედიაზე ბლოკის მოხსნა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system