
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოქტაის კორონავირუსზე ვაქცინაცია ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოში ჩაუტარდა.
ცნობისთვის, თურქეთში მოსახლეობის COVID-19-ზე ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო.