თავში

თურქეთისა და ეთიოპიის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს

​თურქეთისა და ეთიოპიის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს
თურქეთისა და ეთიოპიის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ აბი აჰმედთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას საააგენტო Anadolu ავრცელებს.

საუბრის დროს მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა და რეგიონალური თემები განიხილეს.

საუბრის დროს თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ეთიოპიაში მშვიდობასა და სტაბილურობას ანკარა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეთიოპიის ყოვლისმომცველ დახმარებას თურქეთი მომავალშიც გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system