თავში

თურქეთმა ავღანეთიდან 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

​თურქეთმა ავღანეთიდან 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა
თურქეთმა ავღანეთიდან 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

თურქეთმა ავღანეთიდან 1 404 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მისი თქმით, ევაკუირებულთა შორის 1 601 ადამიანი თურქეთის მოქალაქეა.

"ამჟამად, ავღანეთიდან დაბრუნება ჩვენს 200 მოქალაქეს სურს. ავღანეთში ჩვენი 4500 მოქალაქეა. უმეტესმა ნაწილმა განაცხადა, რომ დაბრუნება არ სურს", - აღნიშნა მინისტრმა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system