თავში

თურქეთმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო

​თურქეთმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო
თურქეთმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო
© ANADOLU

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

"თურქი სამხედროები მათზე დაკისრებული ამოცანის წარმატებით შესრულების გამო სიამაყით ბრუნდებიან სამშობლოში", - აღნიშნული უწყების განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, იბრაჰიმ ქალინის თქმით, ჯარების გაყვანას 36 საათი დასჭირდება და პირველი თვითმფრინავი უკვე აფრინდა.

თურქეთის შეიარაღებული ძალები ავღანეთში 2002 წლიდან მსახურობენ.

"მათი მიზანი გაერო-ს, NATO-სა და ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში ავღანელი ხალხის მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის ხელშეწყობა იყო, რომელთანაც ჩვენ ისტორიული და კულტურული კავშირები გვაქვს", - აღნიშნა ქალინმა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system