
თურქეთმა სირიის პროვინცია იდლიბთან ტანკების კოლონა და საარტილერიო დანადგარები Fırtına გადაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯავშანტექნიკა თურქეთის პროვინცია ჰატაისკენ მიემართება. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხედრო ტექნიკა თურქეთის სამხედრო ნაწილების გაძლიერების მიზნითა არის გადასროლილი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში, იდლიბის პროვინციაში დამატებით ჯარებს გაგზავნის, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულად იყოს დაცული. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.