თავში

თურქეთმა ISIS -ის 2 წევრი ქალი ბავშვებთან ერთად ნიდერლანდებში დააბრუნა

თურქეთი სირია
თურქეთმა ISIS -ის 2 წევრი ქალი ბავშვებთან ერთად ნიდერლანდებში დააბრუნა

თურქეთმა ნიდერლანდების 2 მოქალაქე, სირიაში დაკავებული "ისლამური სახელმწიფოს" წევრი ქალები, ბავშვებთან ერთად, დღეს ნიდერლანდებში დააბრუნა. ერთ-ერთ ქალს, რომელსაც 3 და 4 წლის შვილები ჰყავს, ნიდერლანდებმა მოქალაქეობა ჩამოართვა და მას მაროკოში დეპორტაცია ემუქრება, მის შვილებზე კი ნიდერლანდების სოციალური სამსახური იზრუნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდებში რეპატრირებული ქალები 25 წლის ქსავიერა ს. და 23 წლის ფატიმა ჰ.არიან.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა განცხადებით, ნიდერლანდების ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წევრ მშობლებთან ერთად დაკავებული 56 ნიდერლანდელი ბავშვების სამშობლოში დასაბრუნებლად, თუმცა ეს ვალდებულება მათ მშობლებზე არ ვრცელდება. ნიდერლანდები ასევე მოითხოვს, რომ სირიამ, ჯიჰადისტებთან საბრძოლველად ადგილზე ტრიბუნალი შექმნას, თუმცა ამ მოთხოვნას ოფიციალური დამასკო არ ეთანხმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system