თავში

თურქეთმა კორონავირუსის გამო ირანთან საზღვარი ჩაკეტა

თურქეთმა კორონავირუსის გამო ირანთან საზღვარი ჩაკეტა
თურქეთმა კორონავირუსის გამო ირანთან საზღვარი ჩაკეტა

თურქეთმა, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ირანთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily sabah იუწყება.

გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის ჩაკეტილია თურქეთ-ირანის კაპიკეისა და ესენდერეს სასაზღვრე პუნქტები. თურქეთმა საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად გახშირდა.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ირანის ტერიტორიაზე 8 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 43 კვლავ ინფიცირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system