თავში

თურქეთმა მთვარის მისიისთვის განკუთვნილი რაკეტის ჰიბრიდული ძრავა გამოცადა

თურქეთმა მთვარის მისიისთვის განკუთვნილი რაკეტის ჰიბრიდული ძრავა გამო
თურქეთმა მთვარის მისიისთვის განკუთვნილი რაკეტის ჰიბრიდული ძრავა გამოცადა
© DW

თურქეთმა მთვარის მისიისთვის განკუთვნილი რაკეტის ჰიბრიდული ძრავა წარმატებით გამოცადა. ამის შესახებ გამოცემა DW თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

”მზადება მძიმე სადესანტო სამუშაოებისთვის, რომელიც მთვარის მისიის პირველი ეტაპია ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში, წარმატებით მიმდინარეობს”, - განაცხადა თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა.

საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, რაკეტა სტამბოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შავი ზღვის რეგიონში, შილეს რაიონში გამოცადეს. 

თურქული რაკეტების მთვარეზე გაგზავნა 2023 წელს, რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად არის დაგეგმილი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ეროვნული კოსმოსური პროგრამა მიმდინარე წლის 9 თებერვალს წარადგინა. პროგრამა მთვარის შესწავლას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system