თავში

თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგი იპოვა

​თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგი იპოვა
თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგი იპოვა

თურქეთმა შავ ზღვაში ნახშირწყალბადის მარაგები აღმოაჩინა, რომელიც ბუნებრივი აირის 320 მილიარდი კუბომეტრითაა შეფასებული.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს აღმოჩენა ქვეყანას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებაში დაეხმარება.

"ენერგეტიკული რესურსები თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. 2023 წლისთვის ეს ბუნებრივი აირი თურქი ხალხის განკარგულებაში იქნება", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შავი ზღვის რეგიონში ბუნებრივი აირის ახალი მარაგების აღმოჩენის შანსები მაღალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system