თავში

თურქეთში 10 ადმირალი დააკავეს

​თურქეთში 10 ადმირალი დააკავეს
თურქეთში 10 ადმირალი დააკავეს

თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი 85 წის წინანდელი მონტრეს საზღვაო შეთანხმების მხარდამჭერი განცხადების ხელმოწერის გამო დააკავეს. ყოფილ საზღვაო მაღალჩინოსნებს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ შეთქმულებაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ოფიციალური პირების განცხადებით, დოკუმენტი, რომელსაც 100-ზე მეტმა ყოფილმა საზღვაო-სამხედრო მაღალჩინოსანმა მოაწერა ხელი, ანტისახელმწიფოებრივია.

ადმირალები სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში არიან ბრალდებული. კიდევ სამი ადმირალი პოლიციაში დაკითხვაზე გამოიძახეს. 

მონტრეს კონვენციას 1936 მოეწერა ხელი, რომლითაც შავი ზღვის სრუტეებზე - ბოსფორსა და დარდანელზე კონტროლის ბერკეტები თურქეთის რესპუბლიკას გადეცა. კომერციული გემებისთვის ამ სრუტეებში გავლა მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს თავისუფალია. შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს სრუტეებში არსებითი შეზღუდვების გარეშე ატარებენ. სხვა ქვეყნების სამხედრო გემების მიმოსვლა მათი კლასის, ტონაჟისა და შავ ზღვაში ყოფნის ვადების მიხედვით იზღუდება.

ყოფილმა ადმირალებმა შეშფოთება გამოთქვეს მონტრეს კონვენციასთან დაკავშირებით, რომელიც მათი განცხადებით, თურქეთისთვის საზღვაო უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან შეთანხმებას წარმოადგენს. სტამბულში შავი და მარმარილოს ზღვების დამაკავშირებელი ახალი 45 კილომეტრიანი არხის გაჭრა მონტრეს კონვენციის გადახედვას გამოიწვევს, რაც, ადმირალების განცხადებით თურქეთისთვის სასარგებლო არ იქნება. ისინი აცხადებენ, რომ მონტრეს კონვენციამ თურქეთს მეორე მსოფლიო ომის დროს ნეიტრალიტეტის შენარჩუნების საშუალება მისცა. მათი თქმით, ხელშეკრულების რევიზია არ უნდა მოხდეს.

ახალი არხის მშენებლობას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისინი ამტკიცებენ, რომ სტამბოლის არხის პროექტი ზედმეტად ხარჯიანია და ეკოლოგიას დიდ ზიანს აყენებს.

1960 -1989 წლებში თურქეთში 3 სამხედრო გადატრიალება მოხადა. 1997 წელს მთავრობა ისლამისტები ხელმძღვანელობით ხელისუფლებიდან გადააყენეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system