თავში

თურქეთში 4,500 წლის წინანდელი საწოვარები იპოვეს

თურქეთში 4,500
თურქეთში 4,500 წლის წინანდელი საწოვარები იპოვეს

თურქმა არქეოლოგებმა ბინგოლის აღმოსავლეთ პროვინციაში, ნორიკის მთაზე გათხრების დროს, უძველესი საბავშვო ბოთლები აღმოაჩინეს, რომელიც ძვ.წ 2500 წლით თარიღდება. Daily Sabah- ის ცნობით, ბოთლები ადრინდელი დასახლების შესწავლისას იპოვეს, რომელიც ბალკოლ სოლჰანის რაიონის თანამედროვე სოფელ მურატის ადგილზე არსებობდა. საერთო ჯამში, არქეოლოგებმა სამი ასეთი არტეფაქტი აღმოაჩინეს. ეს თიხის ჭურჭლებია, რომლებსაც ვიწრო ცხვირი აქვთ. მეცნიერები აცხადებენ, რომ არტეფაქტები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია შემონახული.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ უძველეს ბოთლებს 50-დან 150 მილილიტრი სითხის დატევა შეუძლიათ. მსგავსი ნიმუშები კანაკალეს დასავლეთ პროვინციაში, ორი წლის წინ იპოვეს, თუმცა, ამ ნიმუშების ასაკი "მხოლოდ" 2000 წელი იყო. ახლად ნაპოვნი ბოთლები გაცილებით ძველია. 

არტეფაქტები  ქალაქ ელაზიგის მუზეუმის კოლექციას შეავსებენ. ამ მუზეუმის დირექტორის, ზია კილინშის თქმით, გათხრების დროს სხვა ობიექტებიც იპოვეს. 600-მდე ნივთი სხვადასხვა ეპოქას წარმოადგენს (შუა ბიზანტიის ხანა, ისლამური ხანა, ურარტული ცივილიზაციის პერიოდი, რკინისა და ადრეული ბრინჯაოს ხანები). 

ამ დროისთვის 124 არტეფაქტია იდენტიფიცირებული, მათ შორის კი ყველაზე ძველი საბავშვო საწოვარებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system