თავში

თურქეთში 82 პირის დაკავების ბრძანება გასცეს

​თურქეთში 82 პირის დაკავების ბრძანება გასცეს
თურქეთში 82 პირის დაკავების ბრძანება გასცეს

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ ქობანში 2014 წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 82 პირის დაკავების ბრძანება გასცა.

2014 წელს ქობანი "ისლამური სახელმწიფოს" ალყაში იმყოფებოდა. 6-7 ოქტომბერს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ქურთებით დასახლებულ ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. ქურთმა დემონსტრანტებმა თურქეთი ქობანის მოვლენებში ჩარევაში დაადანაშაულეს. აქციაზე 37 პირი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლება აქციების ორგანიზების ხელშეწყობაში ქურთების მშრომელთა პარტიას ადანაშაულებს. გამოძიებას თურქეთის ტერორისტულ დანაშაულთა საგამოძიებო ბიურო აწარმოებს. 82 პირის დაკავების ორდერი ამ საქმესთან დაკავშირებით გაიცა.

ეჭვმიტანილებს შორის არიან ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის, პროქურთული სახალხო-დემოკრატიულ პარტიის წევრებიც - მათ შორის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციის მერი ყარს აიჰან ბილგენი და ყოფილი სირიელი დეპუტატი. ისინი ქურთების მშრომელთა პარტიასთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილები.

ქურთების მშრომელთა პარტია თურქეთში ქურთების პოლიტიკური უფლებებისა ავტონომიის თვის იბრძვის. 1984 წლიდან მან სამხედრო კონფლიქტი დაიწყო თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაირღვა 2015 წელს.

ქურთების მშრომელთა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული თურქეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system