თავში

თურქეთში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს

​თურქეთში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს
თურქეთში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტოები Associated Press და Reuters ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, 65 წლის რასმია ავადი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ალეპოს პროვინციის ქალაქ აზაზში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დასთან ერთად მისი ქმარი, ხუთი შვილი და რძალი იმყოფებოდნენ.

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს გავრცელდა. 

სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ჩატარდა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი.

ISIS-ის ლიდერის სიკვდილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეო გაასაჯაროვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system