თავში

თურქეთში აფროდიტეს ტაძარი აღმოაჩინეს - PHOTO

თურქეთში აფროდიტეს ტაძარი აღმოაჩინეს - PHOTO
თურქეთში აფროდიტეს ტაძარი აღმოაჩინეს - PHOTO

მეცნიერთა და არქეოლოგთა ჯგუფმა დასავლეთ თურქეთში, ურლა ჩესმეს ნახევარკუნძულზე, აფროდიტეს 2 500 წლის წინანდელი ტაძრის ნარჩენები აღმოაჩინა.

არქეოლოგებმა პროვინცია იზმირის ურლა ჩესმეს და სეფერიჰისარის რაიონებში ტერიტორიების დათვალიერების შემდეგ, 35 უძველესი დასახლება იპოვეს, მათ შორის 16 გვიანი ნეოლითის პერიოდის. გარდა ამისა, მათ აფროდიტეს ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც ძვ.წ. VI საუკუნით თარიღდება.

"ეს საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩენაა", - განაცხადა არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, აფროდიტე - სიყვარულის, სილამაზის და ვნების ქალღმერთი, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი იყო იმ პერიოდში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system