თავში

თურქეთში აია სოფიას სამუზეუმო სტატუსი გაუქმდა

თურქეთში აია სოფიას სამუზეუმო სტატუსი გაუქმდა
თურქეთში აია სოფიას სამუზეუმო სტატუსი გაუქმდა

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ (უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ), აია სოფიას სამუზეუმო სტატუსი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Turk ავრცელებს.

"თურქეთისს სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა", - აღნიშნულია ტელეარხის განცხადებაში. 

მედიასაშუალება წერს, რომ ეს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გაუხსნის გზას.

აია სოფიას ტაძარი ბიზანტიაში VI საუკუნეში აიგო, XV საუკუნეში ოსმალთა იმპერიამ ის მეჩეთად აქცია. ობიექტს ახლა მუზეუმის სტატუსი აქვს და ის UNESCO-ს ნუსხაშია შეტანილი.

თურქეთის ხელისუფლება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივით არაერთხელ გამოდიოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system