თავში

თურქეთში ანატოლიის დიპლომატიური ფორუმი დაიწყო

​თურქეთში ანატოლიის დიპლომატიური ფორუმი დაიწყო
თურქეთში ანატოლიის დიპლომატიური ფორუმი დაიწყო

თურქეთში დღეს ანატოლიის დიპლომატიური ფორუმი (ADF) დაიწყო, რომელიც 22 ივნისამდე გაგრძელდება.

დღეს, ფორუმის პირველ დღეს, სიტყვით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვა. ღონისძიებაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს გამოსვლაც იგეგმება.

ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში საქართველოს ვიცე - პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მონაწილეობს.

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელზე - სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის.

"ანტალიის დიპლომატიის ფორუმი" მაღალი დონის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ანტალიის ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ კონტექსტში ხდება იდეების გაცვლა, განიხილება საერთაშორისო გამოწვევები და ისახება შესაბამისი სამოქმედო გეგმები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system