თავში

თურქეთში, ბირთვულ ელექტროსადგურში აფეთქების შედეგად სახლები დაზიანდა

თურქეთში, ბირთვულ ელექტროსადგურში აფეთქების შედეგად სახლები დაზიანდა
თურქეთში, ბირთვულ ელექტროსადგურში აფეთქების შედეგად სახლები დაზიანდა

თურქეთში აკკუუსის ბირთვულ ელექტროსადგურში სამშენებლო სამუშაოების დრო აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ახლომდებარე სახლები დაზიანდა. ცნობილია, რომ ელექტროსადგურს თურქეთში რუსული ატომური კომპანია "როსატომი" აშენებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 18:20 საათზე მოხდა. აფეთქებამ სულ 86 საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

რაიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონალური ხელისუფლება სადგურის მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს კომპენსაციით დაეხმარება.

აღინიშნა, რომ ინციდენტის დეტალური გამოძიებისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა.

"ეს საკითხი შეისწავლება ყველა ასპექტში და პასუხისმგებლობაში მიეცემა ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობს აფეთქებაში", - ნათქვამია დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system