თავში

თურქეთში ჩინური ვაქცინით 650 000 ადამიანი აიცრა

თურქეთში ჩინური ვაქცინით 650 000 ადამიანი აიცრა
თურქეთში ჩინური ვაქცინით 650 000 ადამიანი აიცრა

თურქეთში ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინით უკვე 650,000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთის 81 პროვინციაში ვაქცინაცია 14 იანვრიდან მიმდინარეობს და პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.

თურქეთმა დეკემბრის თვეში ჩინური ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო. ამასთან, CNN-ის ცნობით, ანკარა ჯამში Sinovac-ის ვაქცინის 50 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

ამასთან, თურქეთის ხელისუფლება კომპანია Pfizer-ის 4.5 მილიონი დოზის შეძენასაც გეგმავს. გარდა ამისა, თურქეთი რუსეთში წარმოებული ვაქცინის შეძენასაც აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system