თავში

თურქეთში COVID-19-ზე მილიონზე მეტმა ადამიანი აიცრა

თურქეთში COVID-19-ზე მილიონზე მეტმა ადამიანი აიცრა
თურქეთში COVID-19-ზე მილიონზე მეტმა ადამიანი აიცრა

თურქეთში ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინით აცრა მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა. ამ დროისთვის ვაქცინა 1 000 135 ადამიანმა მიიღო.

14 იანვარს აცრა ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯერ თაიფ ერდოღანმა გაიკეთა.

თურქეთმა დეკემბრის თვეში ჩინური ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო. ამასთან, CNN-ის ცნობით, ანკარა ჯამში Sinovac-ის ვაქცინის 50 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

ამასთან, თურქეთის ხელისუფლება კომპანია Pfizer-ის 4.5 მილიონი დოზის შეძენასაც გეგმავს. გარდა ამისა, თურქეთი რუსეთში წარმოებული ვაქცინის შეძენასაც აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system