თავში

თურქეთში FETO-სთან კავშირის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავეს

​თურქეთში FETO-სთან კავშირის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავეს
თურქეთში FETO-სთან კავშირის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავეს

თურქეთში გრძელდება იმ პირები დაკავების სერია, ვისაც, ხელისუფლების განცხადებით, 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან და სასულიერო ლიდერ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. დღეს 34 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სპეცოპერაცია ნიგდეს პროვინციაში ჩატარდა, რომელიც თურქეთის ცენტრში მდებარეობს. ჩხრეკის შედეგად ჩამორთმეულია დაკავებულთა საბუთები, ასევე ინფორმაციის ციფრული მატარებლები.

თურქეთში, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომლის უკან ანკარა აშშ-ში მცხოვრებ სულიერ ლიდერს, ფეთჰულაჰ გიულენს მიიჩნევს, მის სავარაუდო მიმდევრებს ქვეყნაში მუდმივად დევნიან.

2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 80000 ადამიანი დააკავა და 150000 სამსახურიდან გაათავისუფლა. გადატრიალების მცდელობისას სულ მცირე 250 ადმიანი დაიღუპა. სასულიერო ლიდერი და პოლიტიკური ფიგურა ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში თვითდევნილობაში ცხოვრობს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system