თავში

თურქეთში ხანძრებს ისევ ებრძვიან

​თურქეთში ხანძრებს ისევ ებრძვიან
თურქეთში ხანძრებს ისევ ებრძვიან

თურქეთში 28 ივლისიდან დღემდე, 34 პროვინციაში ტყის ხანძრის 160 კერაზე კონტროლი დამყარდა. ახლა ტყეები ხუთ პროვინციაში იწვის და მეხანძრეები 14 ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობისა სამინისტრო იტყობინება.

"ქვეყნის 34 პროვინციაში ტყის 160 ხანძარი კონტროლის ქვეშა, 5 პროვინციაში 14 ხანძარი ჯერ კიდევ გრძელდება", - აცხადებენ სამინისტროში.

მუღლას პროვინციაში ტყის 7 ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, ანტალიაში - 2-ის, ისპარტაში - 2-ის, დენიზლის - 2-ის, ყარაჯასის - 1-ის.

თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, ბექირ ფაქდემირლიმ "ტვიტერზე" ხანძრის ჩაქრობის ვიდეოები გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system