თავში

თურქეთში ხანძრის ჩაქრობისას 2 ადამიანი დაშავდა

​თურქეთში ხანძრის ჩაქრობისას 2 ადამიანი დაშავდა
თურქეთში ხანძრის ჩაქრობისას 2 ადამიანი დაშავდა

თურქეთში, მუღლას პროვინციაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს სატყეო მეურნეობის ორი თანამშრომელი დაშავდა. მათ ხე დაეცათ.

ამჟამად ტყის ხანძრებთან ბრძოლა 6 რაიონში გრძელდება.

თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის, ბექირ ფაქდემირლის თქმით, ამჟამად ქვეყნის ტერიტორიაზე არ არსებობს ტყის ხანძარი, რომელიც დასახლებებს უქმნის საფრთხეს.

"ზოგადად, ხანძართან დაკავშირებით ვითარება უმჯობესდება. ამ დროისთვის არ არსებობს არც ერთი ხანძარი, რომელიც საფრთხეს უქმნის დასახლებებს", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დამწვარი ტყეების ადგილას არავითარი მშენებლობა არ იგეგმება და ყველა ტერიტორია გამწვანდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system