თავში

თურქეთში კორონავირუსის 1,673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსის 1,673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 1,673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით 1 673 ადამიანი დაინფიცირდა, რაც მაისის შუა რიცხვების შემდეგ, ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში დაავადებას კიდევ 56 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 278 228-ს შეადგენს, დაღუპულთა რიცხვი 6 620-ს აღწევს, ხოლო დაავადებისგან 250 092 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system