თავში

თურქეთში კორონავირუსის 75 564 ახალი შემთხვევა დადასტურდა

​თურქეთში კორონავირუსის 75 564 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თურქეთში კორონავირუსის 75 564 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 75 564 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 10 271 240 შემთხვევა გამოვლინდა, 84 278 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 9 488 337 - გამოჯანმრთელდა.

14 იანვარს თურქეთში დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით 52,05 მილიონამდე ადამიანი აიცრა, პირველით - 57,2 მილიონი. 22,77 მილიონზე მეტი ადამიანი მესამე დოზით აიცრა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვაქცინის 138,3 მილიონი დოზაა შეყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system