თავში

თურქეთში კორონავირუსით გამოჯანმრთელების ფაქტები დაფიქსირდა

​თურქეთში კორონავირუსით გამოჯანმრთელების ფაქტები დაფიქსირდა
თურქეთში კორონავირუსით გამოჯანმრთელების ფაქტები დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსით რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

მისი თქმით, დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სამედიცინო პერსონალია.

"კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ 32 ათასი მედიკოსის მობილიზაცია მოახდინა, რომელიც სამუშაოს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეუდგება. ამასთან, მედპერსონალის ხელფასი გაიზრდება", - განაცხადა მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system