თავში

თურქეთში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ამოიყვანეს

​თურქეთში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ამოიყვანეს
თურქეთში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ამოიყვანეს

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს. 

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მანამდე მაშველებმა ბავშვის დედა და სამი ძმა იპოვეს.

სამაშველო-სამძებრო ოპერაცია უკვე 65 საათია მიმდინარეობს.

თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 962-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოში (AFAD) განაცხადეს. 

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე 410 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მათგან, 33 ბიძგის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას აჭარბებდა. ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა.

საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 19 დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system