თავში

თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა - განახლებულია

თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 120 დაშავდა. ამის შესახებ მაშველებმა განაცხადეს.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 

-16:46-

თურქეთში, იზმირის სანაპიროსთან 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system