თავში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24 მდე გაიზარდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტო ავრცელებს. 

ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 804-ს აღწევს.

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალდა საბერძნეთის კუნძული სამოსი, სადაც ნგრევას 2 მოზარდი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system