თავში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა - განახლებულია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა - განახლებულია

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტო ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 883-ს აღწევს.

ამ დროისათვის საავადმყოფოში დაზიანებებით 243 პაციენტი მკურნალობს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტოს ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 38 წლის ქალი და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი ამოიყვანეს. ერთი ბავშვი კი დაიღუპა.

მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე 410 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მათგან, 33 ბიძგის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას აჭარბებდა. ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა.

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 19 დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system