თავში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა - განახლებულია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რა - განახლებულია
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა - განახლებულია

თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 896-ს აჭარბებს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა. 

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამჟამად სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა 667-მა პაციენტმა. 

ამ დროისათვის, მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.

მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე 410 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მათგან, 33 ბიძგის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას აჭარბებდა. ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა.

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 19 დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system