თავში

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა
თურქეთში მიწისძვრის შემდეგ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

დასავლეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 5.0 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგი, ე.წ. "აფთერშოკი" დაფიქსირდა. 

საერთო ჯამში, 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძრის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე 410 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მათგან, 33 ბიძგის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას აჭარბებდა. 

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 804 ადამიანი დაშავდა, 24 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალდა საბერძნეთის კუნძული სამოსი, სადაც ნგრევას 2 მოზარდი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system