თავში

თურქეთში, მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებიდან 100 ადამიანი ამოიყვანეს

თურქეთში, მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებიდან 100 ადამიანი ამოიყვანეს
თურქეთში, მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებიდან 100 ადამიანი ამოიყვანეს

დასავლეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ამ დროისათვის, მაშველებმა ნანგრევებიდან 100 ადამიანი ამოიყვანეს. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტო ავრცელებს. 

მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიღეს, რითაც გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისათვის, 435 ადამიანი სტაციონარულ მკურნალობას გადის, 25 პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული, ხოლო 364 პირს ამბულატორიული დახმარება აღმოუჩინეს. 

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 804 ადამიანი დაშავდა. 

მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე 410 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მათგან, 33 ბიძგის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას აჭარბებდა. ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა. 

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system