თავში

თურქეთში მიწისძვრისას დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - განახლებულია

თურქეთში მიწისძვრისას დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრისას დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - განახლებულია

დასავლეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცმებით დაშავებულთა რაოდენობა 709-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 17 ადამიანი. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტო ავრცელებს. 

-20:41-

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. 200-ს გადააჭარბა დაშავებულთა რაოდენობამ. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას 12 დანგრეული შენობიდან ცდილობენ.

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა. 

მიწისძვრის შედეგად დაზარალდა საბერძნეთის კუნძული სამოსი, სადაც ნგრევას 2 მოზარდი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system