თავში

თურქეთში მკაცრი კარანტინი უქმდება

თურქეთში მკაცრი კარანტინი უქმდება
თურქეთში მკაცრი კარანტინი უქმდება

თურქეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების გამო, 17 მაისიდან მკაცრი კარანტინი გაუქმდება. ამის შესახებ განცხადებას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად არის დაგეგმილი. არასასურსათო და სასურსათო დანიშნულების მაღაზიები  შაბათ-კვირას 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებენ, სამუშაო დღეებში კომენდანტის საათი 21:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს, კვების ობიექტები  მთელი კვირის განმავლობაში 07:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებენ. 17 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით კაფეები, ჩაის სახლები, კინო კლუბები, ინტერნეტ კაფეები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები დაკეტილი დარჩება.

18 წლამდე პირებისთვის, 65 წელს გადაცილებული მაცხოვრებლებისა და COVID-19-ზე სრულად ვაქცინირებული პირებისათვის კომენდანტის საათი არ იმოქმედებს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსი 5 106 862 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 4 932 838 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო, 44 537 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system