თავში

თურქეთში ოჯახმა მიცვალებული შეცდომით დაკრძალა

თურქეთში ოჯახმა მიცვალებული შეცდომით დაკრძალა
თურქეთში ოჯახმა მიცვალებული შეცდომით დაკრძალა

თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმებმა ოჯახს აცნობეს, რომ მათი ნათესავი კორონავირუსით გარდაიცვალა და ის იმავე დღეს დაკრძალეს. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ოჯახის ნათესავი ცოცხალი იყო და კლინიკაში მკურნალობას განაგრძობდა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Sabah ავრცელებს.

შეცდომა ორივე პაციენტის იდენტური სახელების გამო მოხდა. 96 წლის პაციენტი, სახელად რეჯეფ ჩელიკი კიბოს დიაგნოზით კლინიკაში მკურნალობდა, მეორე 69 წლის რეჯეფ  იილმაზი კი კორონავირუსის დიაგნოზით იმავე კლინიკაში შეიყვანეს და ის იმ დღესვე გარდაიცვალა.

პირველი პაციენტის ახლობლებს აცნობეს გარდაცვალების შესახებ და უთხრეს, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი კიბო კი არა, COVID-19 იყო. ცხედარი კლინიკიდან გადაასვენეს და მაშინვე დაკრძალეს. ოჯახს გარდაცვლილის ცხედარი არ უნახავს, რადგან ის კორონავირუსით გარდაიცვალა და მისი გახსნის უფლება არ ჰქონდათ.

მეორე დღესვე გაირკვა, რომ რეჯეფ ჩელიკი ცოცხალია. საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა აღნიშნა, რომ მამაკაცები ერთმანეთს ჰგავდნენ. ორივე პაციენტს თავზე ქირურგიული ნაწიბურები და ლაქები ჰქონდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system