თავში

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაში ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

​თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაში ბრალდებულებს
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაში ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობაში ბრალდებულ ხუთ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ამავე საქმეზე კიდევ რამდენიმე ბრალდებულს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეეფარდა.

რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში სულ 28 ბრალდებული ფიგურირებდა, მათგან ცხრის, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის საქმე ცალკე გამოიყო.

თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 2016 წლის დეკემბერში მოკლეს. მას ანკარაში გამოფენაზე ესროლეს. თავდამსხმელი მევლუთ ალთინაში პოლიციამ მოკლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system