თავში

თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. 

თურქული მედიის ცნობით, ანტალიის პროვინციაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი.

მანავგათის რაიონში დაშავებულია 275-ზე მეტი ადამიანი.

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ხანძრის 98 კერიდან 88 კონტროლის ქვეშ არის.

ამ დროისთვის რთული მდგომარეობა რჩება ანტალიის, მერსინის, ადანის და მუღლას პროვინციებში.

ხანძრის ახალი კერების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, სტამბოლის პროვინციის გუბერნატორმა 31 აგვისტომდე ტყეში შესვლა აკრძალა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცეცხლის განზრახ გაჩენას და საბოტაჟს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

თურქეთის დასახმარებლდ სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა რუსეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთმაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system