თავში

თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა
თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, 2 ადამიანი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

თურქული მედიის ცნობით, გარდაცვლილები ტყის ხანძარმა იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილია ცოლი და ქმარი.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

ფაჰრეტინ ქოჯას თქმით, სულ 507 ადამიანი დაზარალდა და მოცემული მომენტისთვის მკურნალობა 10 ადამიანს უტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system