თავში

თურქეთში ცეცხლის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს

​თურქეთში ცეცხლის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს
თურქეთში ცეცხლის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს

მანავგატის გენერალური პროკურატურა ტყის ხანძრებს იძიებს, რომლების თურქეთის პროვინცია ანტალიაში 28 ივლისს

დაიწყო. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 16 წლის ჯ.ია. დააპატიმრეს.

სამართალდამცავები იძიებენ ხანძარს, რომლის შედეგადაც ხის საწყობი, დურგლის სახელოსნო, რამდენიმე სახლი და ტყის ფართობი დაზიანდა.

მიმდებარე სათვალთვალო კამერების შემოწმების დროს მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, ჯ.ია დამნაშავედ ცნეს.

ის პოლიციამ დააკავა და დაკითხა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეჭვმიტანილი განზრახ ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დააკავეს.

ცნობისთვის, თურქულმა თანამგზავრებმა კოსმოსიდან ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრებით გამოწვეული შედეგები გადაიღეს. ფოტოები თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system