თავში

თურქეთში წყალდიდობას 77 ადამიანი ემსხვერპლა

​თურქეთში წყალდიდობას 77 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში წყალდიდობას 77 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის სამმართველო (AFAD) ავრცელებს.

უწყების ცნობით, 77 დაღუპულიდან 62 სტამბოლის პროვინციაში, კასტამონუში გარდაიცვალა, 14 - სინოპში, 1 - ბართინში.

სტიქიის შედეგად ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი.

სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ჯამში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 8,500-ზე მეტი მაშველი 21 ვერტმფრენი, 1,106 სამსახურებრივი მანქანა, 820 ერთეული სამშენებლო ტექნიკა, 41 ნავი, სასწრაფო დახმარების 72 მანქანა, 79 საავტომობილო ტუმბო, უპილოტო საფრენი აპარატი და სპეციალური ძაღლები იყო ჩართული.

სამ პროვინციაში განლაგებულია 8000 ადამიანზე გათვლილი საველე სამზარეულო.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზემოხსენებული სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system