თავში

თურქეთში ტურისტებისთვის ახალ გადასახადს დააწესებენ

​თურქეთში ტურისტებისთვის ახალ გადასახადს დააწესებენ
თურქეთში ტურისტებისთვის ახალ გადასახადს დააწესებენ

თურქეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით სასტუმროში გაჩერებაზე გადასახადების დაწესების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლიდან ტურისტებს სასტუმროს ხარჯების 2%-ით მეტის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კანონპროექტის ავტორების თქმით, გადასახადების შედეგად მიღებული თანხა მუნიციპალიტეტების ნაცვლად, პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოვა.

2020 წლიდან ახალ გადასახადს სასტუმროების, პანსიონატების, საკურორტო დასახლებების, საოჯახო ტიპის სასტუმროების, ასევე აპარტ და ბუტიკ-ჰოტელების სტუმრები გადაიხდიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2%-იანი რეგულაცია სათითაოდ ყველა ტურისტს შეეხება. ბავშვებისა და პენსიონერებისთვის შეღავათები არ არის გათვალისწინებული.

ერთადერთი, ვისაც ახალი გადასახადი არ შეეხება, სახელმწიფო უწყებების კუთვნილი სასტუმრო სახლებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system