თავში

თურქეთში თვითმფრინავში მგზავრებმა იჩხუბეს - VIDEO

თურქეთში თვითმფრინავში მგზავრებმა იჩხუბეს
თურქეთში თვითმფრინავში მგზავრებმა იჩხუბეს - VIDEO
© dailysabah.com

თვითმფრინავის რამდენიმე მგზავრმა, რომლებიც სტამბოლიდან ტუნისში მიფრინავდნენ, საბარგულის გამო ჩხუბი დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ Business News ავრცელებს.

შემთხვევა 10 აპრილს მოხდა. კონფლიქტი თვითმფრინავის სატვირთო თაროებზე ადგილების განაწილების გამო დაიწყო. კომპანიის მიერ არჩეული თაროები ბევრისთვის მოუხერხებელი აღმოჩნდა და არავის სურდა, დამატებითი გადასახადის გადახდა ბარგის ზემო თაროზე მოსათავსებლად.

მგზავრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად. სიტუაცია მხოლოდ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის ჩართვის შემდეგ განიმუხტა.

ცნობილია, რომ ფრენა ჩხუბის გამო ხუთ საათზე მეტხანს გადაიდო, რის გამოც კომპანიამ ფინანსური ზარალი განიცადა. ავიაკომპანიის ოფიციალური პირები აპირებენ ჩხუბში მონაწილე მგზავრების პასუხისგებაში მიცემას.

ვიდეო: De Jonge Turken

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system