თავში

თურქეთში უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს

​თურქეთში უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს
თურქეთში უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს

თურქეთში იდუმალი უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს. მეცნიერები ამ ფაქტს უნიკალურს და "რევოლუციურს" უწოდებენ, რადგან აღმოჩენილი დასახლება ისტორიისთვის უცნობი, უძველესი სამეფოს არსებობისკენ მიუთითრბს.

სპეციალისტების თქმით, ქალაქი ჩვ.წ.აღ-მდე 1400-600 წლებში არსებობდა. ის თურქეთის სამხრეთ ნაწილში ჩიკაგოს დასავლეთ ინსტიტუტის პროფესორებმა და სტუდენტებმა თურქ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად იპოვეს.

გათხრების შედეგად თიხის ჭურჭელსაც მიაგნეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა კი უძველესი წარწერების მქონე დიდი ქვა იპოვა. სპეციალისტებმა მათი გაშიფვრა მოახერხეს. აქ ნათქვამია ჰარტაპუს მეფის მიერ ფრიგიის დამარცხებაზე, რომელსაც ამ პერიოდში მეფე მიდასი მართავდა.

ზუსტი ადგილი, რომელსაც თავად ჰარტაპუ მართავდა, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მეცნიერები ამის გარკვევას აპირებენ.

"ყორღანის შიგნით ჩვენ სასახლეების, ძეგლებისა და საცხოვრებელი სახლების პოვნას ვვარაუდობთ. სტელა შესანიშნავი, საოცრად წარმატებული აღმოჩენაა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნავს პროფესორი ჯეიმს ოსბორნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system